ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი - ბადრი ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 19:08 | 26.04.2021
ნანახია: 388

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმიანება და ამბობს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონს ოპოზიცია ვერ გაითხოვს, ვინაიდან ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტია. თუმცა, თუ მელიას პოზიციას მედიატორი გაიზიარებს, ისინი მას მხარს დაუჭერენ.

"ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ჩვენ არ შეგვიძლია შარლ მიშელის დოკუმენტის გათხოვა. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი. ეს არის ბატონი მელიას პოზიცია, რომელიც, ალბათ, მედიატორმა უნდა განიხილოს. დაველოდოთ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამნისტიის კანონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეეხება ჯალათებს, არავის ასეთი განზრახვა არ აქვს. თუ იქნება მცდელობა, რომ ისეთი ფორმულირება იქნეს შეთავაზებული ქართული ოცნების მიერ, რომელიც დატოვებს კარს ღიად ჯალათების შესაძლო ამნისტირებაზე, ჩვენ ასეთ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის გამორიცხული.

ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნიკა მელიას ამ წინადადებას... თუ ის ამბობს, რომ მზად არის, გირავნობას დაეთანხმოს ევროკავშირიდან, ოღონდ მოითხოვს ამნისტიის შესახებ კანონის ამოღებას და ამას გაიზიარებს მედიატორი, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს ნიკა მელიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციას მიმართავს გაიწვიოს ამნისტია და მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე