ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პუტინთან შეხვედრა შედგება - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 26.04.2021
ნანახია: 618

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა შედგება, დრო და ადგილი კი მხოლოდ დეტალებია.

„რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის სურვილი დაადასტურა, მაგრამ შემომთავაზა მოსკოვში შეხვედრა. მე უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, შეათანხმონ დრო და ადგილი ან ქალაქი, სადაც შეხვედრას შევძლებთ. მიმაჩნია, რომ მთავარია შეხვედრის არსი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის საზღვრების სიახლოვეს, შეინიშნება რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილება, რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე