რუმინეთმა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 26.04.2021
ნანახია: 396

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის თანაშემწე ალექსეი გრიშაევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

უწყების განცხადებით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგე ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციას. სხვა დეტალები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუჟღერებია.

ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორივ კვლავ დაძაბულია. მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ამ თვეში აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, კიბერშეტევის და სხვა მავნე მოქმედებების გამო.

ბოლო კვირების განმავლობაში, ჩეხეთმა არაერთი რუსი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული "დიპლომატები" მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუსეთის საელჩოს თანამშრომლები გააძევეს სლოვაკეთმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე