თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 26.04.2021
ნანახია: 504

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, - ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

"არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება. როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატი ის იყოს. მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით", - თქვა პაპუაშვილმა.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის გადამდგარი თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ტვ პირველის ინფორმაციით, კახა კალაძემ "ქართულ ოცნებასთან" მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ თქვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე