ქვეყნის მასშტაბური განახლების პროექტის ფარგლებში 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:44 | 26.04.2021
ნანახია: 357

მთავრობა ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბშვილის განცხადებით, პროგრამა ასევე მოიცავს გულისხმობს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბური განახლების პროექტის ფარგლებში 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

"ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეულ რეგიონში განახლებას, გაჯანსაღებასა და მოსახლოებისთვის ახალი შესაძლებლობის გაჩენას. რეგიონების განახლების პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს პირველ რიგში ახალი სამუშო ადგილების შექმნას. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ამ კვირაშივე გამოცხადდება. ჩვენი ვარაუდით, 63 მუნიციპალიტეტში ივნისიდან დაივწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე