ახლა იწყება ყველაფერი. ბრძოლა ბოლომდე - დედის მიმართვა ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 10:35 | 26.04.2021
ნანახია: 717

ნიკა მელიას დედა მიმართვას აქვეყნებს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მხნეობისკენ მოუწოდებს.

მთავარ არხთან ინტერვიუში მელიას დედა, ნანა ცანავა, ამბობს, რომ წინ მნიშვნელოვანი ეტაპია დარჩენილი.

„ძალიან ვამაყობ, რომ ასეთია. ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულოს. ჩვენ ველოდებით. ახლა დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი... ახლა იწყება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნიკა, ბრძოლა ბოლომდე! ვისაც შენი სჯერა, იქნება შენს გვერდით და ვისაც არა, არაუშავს", - ამბობს ნანა ცანავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე