ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, გარდა იმ პირებისა, ვინც კონვენცია დაარღვია - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:54 | 25.04.2021
ნანახია: 464

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამნისტია გავრცელდება ყველა პირზე, გარდა იმ პირებისა, ვისაც საერთაშორისო კონვენციის მუხლები აქვთ დარღვეული.

მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებს შორის მოხდა პოზიციების შეჯერება.

"ვრჩებით ერთგული ამ შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას, როგორც შეთანხმებაშია გაწერილი. თუ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, ჩვენი პოზიცია არის რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს - ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. კონვენციური მუხლები ითვალისწინებს - წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ა.შ.

თუ დადგინდება, რომ ამ მიმართულებით ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მაგათზე არ გავრცელდება ამნისტია. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული პრივილეგირებული სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვერ იქნება. ამნისტია გამოიცემა. ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა რაზეც ვთანხმდებით", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში "ქართული ოცნების" წევრებს, მიხეილ სარჯველაძესა და ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე