შევთანხმდით, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:38 | 25.04.2021
ნანახია: 540

ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, ვინაიდან დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა მხოლოდ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს.

როგორც მან აღნიშნა, მხარეებს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა სამადაშვილის თქმით, ორივე მხარე თანხმდება, რომ ამნისტიის კანონი არ უნდა შეეხოს იმ მუხლებს, რომლებიც ვენეციის კომისიის დოკუმენტშია დაცული.

"თუ შეიძლება ითქვას, რომ ერთი საკითხი, რომელზეც მარტივად შევთანხმდით, ეს არის ის, რომ ამნისტია ვერ შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც არის კონვენციით დაცული, ეს თავისთავადაც ასეა. თუმცა შეიძლება განვიხილოთ ამნისტიის კანონში კიდევ ერთხელ დაზუსტებით ჩაწერა, რადგან ეს სწორედ ის საკითხია, სადაც არ არის აზრთა სხვადასხვაობა", - თქვა მან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისში "ქართული ოცნების" წევრებს, მიხეილ სარჯველაძესა და ანრი ოხანაშვილს შეხვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე