გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამნისტიის კანონი ჯალათებზე არ გავრცელდება - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:44 | 25.04.2021
ნანახია: 597

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთადერთ შეცდომად მიაჩნია ის, რომ 20 ივნისის დაზარალებულებთან წინასწარი კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.

„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჯალათებზე არ ვრცელდება. ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს, კონვენციით დაცული მუხლებია. იმედი მაქვს, ამ სპეკულაციებს არ გააგრძელებენ პოლიტიკოსები.

ღიად ვაცხადებ, ერთადერთი ჩვენ შეცდომად, რასაც მივიჩნევ არის, ეს ერთი შეცდომა გვაქვს და გულწრფელად ამისთვის ვიხდი ბოდიშს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, რომ კარგად აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ამას ნამდვილად ვთვლი ჩვენ შეცდომად," - ამბობს ვაშაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე