არავინ აპირებს, ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს - ზურა ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 14:42 | 25.04.2021
ნანახია: 438

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას ის ოპოზიციონერები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, ბრძანების გამცემებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო ამ შეხვედრის, ასე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. 3 პოლიციელია, როგორც თვითონ ამბობენ. მადლობა, ყველას ვინც გვაკრიტიკებდა, ვინც მოგვიწოდებდა - ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ. ისედაც არავინ არ აპირებდა, მე როგორც გავარკვიე მსგავსი რამის დაშვებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე