ჯარისკაცების სკანდალს 6 მაღალჩინოსნის თანამდებობა შეეწირა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 29.01.2016
ნანახია: 1545

თავდაცვის მინისტრმა უწყების 6 თანამშორმელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ინფორმაციით, ისინი დროებით, გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდნენ სამსახურს. თინა ხიდაშელის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორისაა გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ის პირები, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მისიას. მათი სახელები და გვარები თავდაცვის მინისტრს არ დაუსახელებია.

საქმე ეხება გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც საუბარია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც გაეროს მონაცემებით ქართველი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. საუბარია არასრულწლოვნებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე.

"როდესაც მივიღე პირველად ინფორმაცია გაეროდან, იმ დღესვე მივეცი დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე. ეს გამოძიება შესაბამისად გასულ კვირას დაიწყო, გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ, რომ ჩამოვაცილეთ თანამდებობას პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ 2014 წელს, მათ შორის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა. თუ კი დადასტურდა რომ ვინმემ ჩაიდინა რაიმე ახლოსმყოფიც კი იმასთან, რაზეც საუბარია დღევანდელ პრესრელიზში, რომელიც გაეროს მიერ გამოქევყნდა, კანონის უკმაცრესი მოთხოვნებით დაისჯება, სწორედ იმისათვის, რომ ერთი ადამიანის მოქმედება მთელს შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე