ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ თანამდებობა - ზურა ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე

საქართველო, თბილისი - 19:31 | 24.04.2021
ნანახია: 712

"ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ თანამდებობა", - წერს "ფეისბუქში"
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე არჩილ თალაკვაძეზე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარეზე თქვა, რომ ოცნებასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ამნისტიის საკითხზე მსჯელობისას თალაკვაძესთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. "ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ ჰალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს" – თქვა გიორგი ვაშაძემ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ქართულმა ოცნებამ აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კუჭავა წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე