ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ადგილობრივ არჩევნებში 22%-საც ვერ აიღებენ - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:08 | 24.04.2021
ნანახია: 629

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნება რღვევას განაგრძობს და ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 22 პროცენტსაც ვერ მიიღებს. მისი თქმით, ახლა საჭიროა ოპოზიციის სწრაფად გაერთიანება.

"ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42%-ს კი არა, 22%-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი - დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას", - თქვა სამადაშვილმა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. სპიკერის პოსტზე კახა კუჭავაა წარდგენილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე