ევროპარლამენტარების თავდებობით, ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას - ლელო

საქართველო, თბილისი - 18:57 | 23.04.2021
ნანახია: 398

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, - ნათქვამია ლელოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: *ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს*

მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთპუნქტიანი დოკუმენტიდან:

ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს". – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

პარტიის ცნობით, აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ლელომ რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები" რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას – თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.

"ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ქართულმა ოცნება იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე