მელია გვამუნათებს იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ მისთვის არის მოფიქრებული - მეგრელიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:52 | 23.04.2021
ნანახია: 423

"გირის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ მიშელის შეთანხმების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კრიზისი არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე და ის უნდა დასრულებულიყო ამნისტიით, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას.

„ნიკა მელიასთვის იყო მოფიქრებული ორი ვერსია, რომლიდანაც ერთი არ ეწერა დოკუმენტში და იყო ყველაზე ადეკვატური: ევროკავშირის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, აღიარებდა, რომ მელია პოლიტიკური მიზნით იყო საპატიმროში. მიუხედავად ამისა, მიშელის შეთანხმების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ კრიზისი არ ყოფილიყო დამოკიდებული ერთ ადამიანზე და რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა.

მაგრამ ნიკა მელიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა მარტო ევროკავშირის გარანტიით გამოსვლაზე 72 საათში, ანუ ფაქტობრივად ახლა ნიკა მელია ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს, არამედ გვამუნათებს იმ ხალხს, ვინც ვაპირებთ ამ შეთანხმების შესრულების მიზნით მხარი დავუჭიროთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნიკა მელიასთვის არის მოფიქრებული, არანაირი პოლიციელისთვის, სხვა ადამიანისთვის, არამედ კონკრეტულად ნიკა მელიასთვის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სხვა გზა, ლელოს ინიციატივა თუ სხვა, არაფრით განსხვავდება მისთვის შეთავაზებული ინიციატივებისგან", - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე