უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ლინას ლინკევიჩუსი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 23.04.2021
ნანახია: 479

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტირს, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთმა გამოაცხადა კიდევ ერთი "შეხედულება", რომ უკრაინამ დონბასში ვითარება ნატო-ს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად გაამწვავა. კრემლის ყველა ამ მანევრის შემდეგ, უკრაინამაც და საქართველომაც უნდა მიიღონ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო დადასტურება", - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე