ერთი მხრივ გმობენ ამნისტიას და მეორე მხრივ, ელოდებიან კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში - ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:06 | 23.04.2021
ნანახია: 433

სტრატეგია ღამაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების ერთადერთი გზა ამნისტიაა, გირაო კი მისი სრული თავისუფლების გარანტიებს ვერ იძლევა.

სპეკულაციები რომ დასრულდეს - გირაო არ არის ამნისტიის კანონის ალტერნატივა, ჩვენი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას საქმე და არამარტო მელიასი, პროცესში მონაწილე სხვა პირების, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება ისევ შეებრუნებინა "ქართულ ოცნებას".

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ, რომლებიც გმობენ ამნისტიას (ეს არ ეხება ნიკა მელიას) და, მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში, რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება - ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ შედეგები მიიღოთ. მე ხელებს არ დავიბან, რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ და "ქართულ ოცნებას" მოვთხოვ, ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ყველა პირობა,"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე