მელია თვითონაც ხვდება, რომ უნდა გამოვიდეს, სანამ სასაცილო გახდება მისი პოზიცია - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 23.04.2021
ნანახია: 474

ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იძახდა გირაოს არ გადავიხდიო და ახლა რა გააკეთოს, არ იცის, - განაცხადა მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

მისი თქმით, მელიასთვის არ იქნება ღირსების შელახვა, ევროკავშირმაც რომ გადაუხადოს გირაო და ციხე დატოვოს.

"მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იძახდა გირაოს არ გადავიხდიო და ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თვითონაც ხვდება, რომ უნდა გამოვიდეს, სანამ უბრალოდ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არა, არ გამოვალ, არაფრის ფასადო. ადგეს და მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება და გამოვიდეს, არ მგონია, რომ ამის გამო ვინმემ დასცინოს. სასაცილო მაშინ იქნება, თუკი ჩააფრინდება იმ საკნის კარს და დაიწყებს ლაპარაკს, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და გირაო გადაუხადოს ევროკავშირმა სულაც არ იქნება არც ღირსება შელახული და სასაცილო მდგომარეობაში, ჩემი აზრით", - თქვა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე