ლელოს ინიციატივა, მელიას თავდებობით გათავისუფლების შესახებ, წინააღმდეგობაშია პოლიტიკურ შეთანხმებასთან - მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:14 | 23.04.2021
ნანახია: 415

ქართული ოცნების წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიას თავდებობში ჩადგომა შარლ მიშელის დოკუმენტთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია.

"ლელოს მოწადინება, რომ მესამე კარები გამოიგონოს მელიას გამოსვლის, არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც ლელომაც მოაწერა ხელი. მინდა ვუთხრა იმ პოლიტიკოსებს და პარტიებს, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, რომ თუ ჩვენ, ქართული ოცნება ვიქცევით ლოიალურად ჩვენი მოქალაქის თუ ოპოზიციის მიმართ, რა თქმა უნდა, ასე არ იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტზე ხელმოწერა არ შეასრულო, არ იქნება გატარებული საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან", - ამბობს მაჭარაშვილი.

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში იმყოფებიან. მათ ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის განცხადებით, მათგან თანხმობა მიიღეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე