მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრებს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 20:46 | 22.04.2021
ნანახია: 463

ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ, - წერს ფეისბუქზე ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი.

"იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას", - წერს სამადაშვილი.

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში იმყოფებიან. მათ ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პარტიის განცხადებით, მათგან თანხმობა მიიღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე