კარგი ინიციატივაა - გიგა ბოკერია მელიასთვის თავდებობაზე

საქართველო, თბილისი - 20:42 | 22.04.2021
ნანახია: 400

არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა, - განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიასთვის თავდებში დადგომასთან დაკავშირებით ლელოს მიერ ევროპარლამენტარებისთვის შეთავაზებული ინიციატივის შესახებ.

"არ იყო მოულოდნელი და კარგი ინიციატივაა, ოღონდ ეს ადასტურებს, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ იმას, რომ არსებობდა საშუალება ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებაში ქვეყნისთვის ბევრად ხელსაყრელი პოზიციების მოპოვების, იქნებოდა ეს პოლიტპატიმრების თემა და გათავისუფლების გზები, თუ ვადამდელი არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ შეთანხმების დადებამდე ეს შესაძლებლობები არ გამოიყენეს ბოლომდე". – ამბობს გიგა ბოკერია.

ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში იმყოფებიან. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლელოს ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე