არ ვაპირებ უფლება მივცე შენნაირ მარგინალ და ჩამოწერილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს - სალომე სამადაშვილი გიორგი ბარამიძეს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 22.04.2021
ნანახია: 442

სალომე სამადაშვილის გიორგი ბარამიძის მიერ დებატებზე გამოწვევას უარით უპასუხა.

როგორც სალომე სამადაშვილმა გიორგი ბარამიძის პასუხად განაცხადა, ბარამიძესთან დებატებში მხოლოდ ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაჯდება.

"მელია, რომ გამოვა ციხიდან, მერე დავჯდები შენთან დებატებზე ჩემო გია. მანამდე არ ვაპირებ უფლება მივცე შენ და შენნაირ მარგინალ, ჩამოწერილ და წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსებს ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოანგრიოს", ასე უპასუხა სალომე სამადაშვილმა გიორგი ბარამიძეს სოციალურ ქსელში სატელევიზო დებატებთან მიმართებაში გაკეთებულ შეთავაზებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე