არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპოზიციონერი ციხეში ჩატოვეთ - თაკო ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 16:39 | 22.04.2021
ნანახია: 462

ხარვეზებით და "ხვრელებით" სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპიზიციონერი ციხეში ჩატოვეთ - პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას მიმართავს.

"აი, მართლა რას, როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?! ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, "თვალებისდამთხრელებსაც" რომ შეეხებოდათ ამნისტია!!!!!!!!! დროზე ადრე – ნაადრევად, ხარვეზებით და "ხვრელებით" სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპოზიციონერი ციხეში ჩატოვეთ ისე, რომ არც კი გცოდნიათ თურმე რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით, რომ ამნისტიას, რომელიც "თვალებისდამთხრელებს" შეეხება, ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება (ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს). რომ "შევარდნილიყავით" ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ "მოგეხერხებინათ", ისედაც ფაქტიურად იშლება მარტივმამრავლებად ეს "რუსული ოცნება" და თქვენ ჩამოშლილ კედლებს, თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით. უბრალოდ, ერთი ვერ გათვალეთ, ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება! პოლიტიკა, ღირებულებების, კანონი, სამართლის და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ზიხარ, ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, ის არის და არა მხოლოდ "კომპრომისების ხელოვნება" (თან კომპრომისსაც გააჩნია), რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ-დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!!!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე