ალბათ ოპოზიცია გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე

საქართველო, თბილისი - 15:42 | 22.04.2021
ნანახია: 466

შეთანხმებაზე თამარ კორძაიას ხელი არ მოუწერია და მისი განმარტება მოვისმინეთ, ხათუნა სამნიძემ დოკუმენტს მოაწერა. ანუ, „რესპუბლიკური პარტია“ ორად გაყოფილი და გახლეჩილია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება რამდენიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას, ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასამართლოს მიმართოს და ნებისმიერ დროს მისი საკითხი განხილული იყოს.

საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა ერთ-ერთ მოსარჩელეზე, ზურაბ ჯაფარიძეზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მიზეზად დაასახელა, რომ ჯაფარიძე თანმიმდევრული არ არის.

„შევეცდები, ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით კომენტარი არ გავაკეთო, რადგან თანმიმდევრული არ არის. ყველა ადამიანს აქვს უფლება, სასამართლოს მიმართოს და ნებისმიერ დროს მისი საკითხი განხილული იყოს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვართ. გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რომ ჩვენი პოზიცია დადასტურდება. მაშინ, ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავდა და ალბათ, ოპოზიცია გულში მაინც ტაშს გვიკრავს, რადგან თავის დროზე ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ და მათ აქვთ საშუალება, ამ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი წარმოადგინონ. მაშინ, პარლამენტი სწორად მოიქცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე