ხატია დეკანოიძე გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებას ემიჯნება

საქართველო, თბილისი - 14:50 | 22.04.2021
ნანახია: 502

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ემიჯნება. ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას", - დაწერა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, 22-მა ოპოზიციურმა პარტიამ გოგი წულაიას მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ გოგი წულაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უდავო დასტურია იმისა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე