არმაზ ახვლედიანი მზად არის შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს

საქართველო, თბილისი - 18:41 | 19.04.2021
ნანახია: 692

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი არმაზ ახვლედიანი, მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში განაცხადა.

"მე მხარს ვუჭერ დოკუმენტს. მიმაჩნია, უპირველესად პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, დაუყონებლივ და ამასთანავე ქართული ოცნების პასუხისმგებლობის ფორმატით ყველა ოპოზიციურმა ძალამ და ცალკეულმა ოპოზიციონერებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ჩემი ხელმოწერა იქნება მაშინვე, როცა მე დოკუმენტთან მივალ. მზად ვარ ხელმოწერისთვის. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ჩემთვის არის პრინციპულზე პრინციპული საკითხი, რომ ორი მძევალი ქართული ოცნების იყოს გარეთ. ეს არის ამ დოკუმენტში და ამიტომ გესაუბრებით ასე თამამად. უბრალო უნდა განხორციელდეს. ვიცი ბევრი ნათქვამი, რომელი ვერ განხორციელდა, ამიტომ სიტყვას თუ საქმე არ მოჰყვა, არაფერი არ გამოვა. ქართული ოცნების ნებაზეა დამოკიდებული, დოკუმენტი დარჩება ფარატინა ფურცელი, თუ გახდება გადარჩენის საწინდარი". – თქვა ახვლედიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა.  პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა - განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს აწერს. მათ შორის არიან ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტი თავისუფლება და რესპუბლიკური პარტია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე