52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა
საქართველო, თბილისი - 12:06 | 29.01.2016 ნანახია: 1976საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების შუალედური შეფასება დაასრულა. ბატალიონის საჩვენებელ სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული ბატალიონის მოქმედებების შეფასება, სამი კვირის განმავლობაში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთზე“ მიმდინარეობდა. დაკვირვების პროცესს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ქვეითი ბატალიონების შეფასების ცენტრი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა „საქართველოს ტრენინგ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებდნენ.
52-ე ბატალიონი ამოცანაზე ორიენტირებულ დავალებაში შეფასდა. სამი კვირის განმავლობაში დანაყოფმა ათეულის, ოცეულის, ასეულის და ბატალიონის საველე სავარჯიშოები გაიარა. V მსუბუქი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე გაიარეს შეტევითი, თავდაცვითი, მობილურობის, წმენდის და სტაბილურობის ოპერაციები.
სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. მომავალი მსახიობები ადგილობრივი მოსახლეობის როლს ასრულებდნენ, რაც ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევდათ სწავლება მაქსიმალურად რეალურ გარემოში გაევლოთ.
დამკვირვებელთა ჯგუფის შუალედური დასკვნით ქვედანაყოფი დადებითად შეფასდა და მზად არის, გაემგზავროს „აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) გერმანიაში. ამერიკულ ბაზა ჰოჰენფელსში ერთთვიანი დასკვნითი შეფასების შემდეგ 52-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს მიეცემა უფლება, გაემგზავროს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა