მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან - ბორელი

საქართველო, თბილისი - 18:26 | 19.04.2021
ნანახია: 476

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს იპოვონ კომპრომისი, საქართველოს ჩიხიდან გამოსასვლელად.

"პრეზიდენტ მიშელის მიერ შეთავაზებული იყო ახალი დოკუმენტი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზის საპოვნელად. შეხვედრის დროს მივიღეთ გარკვეული ახალი ინფორმაცია. მივესალმები, პოზიტიურ განვითარებას, ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული დოკუმენტის მიღებას, იმედია სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯებს შეთანხმების მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა საქართველო გამოვიდეს ჩიხიდან და გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია." - თქვა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. "ქართულმა ოცნებამ" და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა განაცხადეს, რომ დოკუმენტს ხელს აწერენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე