ქუჩაში მარტო დარჩენილი, გამეჩხერებული "ნაციონალური მოძრაობა" დაღმასვლას ვერ გადაურჩება - დავით ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:16 | 19.04.2021
ნანახია: 511

ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული ენმ კი დაღმასვლას ვერ გადაურჩება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ამბობს, რომ მელიასა და რურუას გათავისუფლების საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობა გონივრულ გადწყვეტილებას მიიღებს.

"ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ორ-სამ დღეში თუ კვირაში ნიკა და გიორგი იქნებიან გარეთ.

მანდატიანი პარტიების დიდი უმრავლესობა, ასევე, ბევრი ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატი საჯაროდ აცხადებს, რომ ევროკავშირის და აშშ-ის მედიაციას მხარს უჭერს და ხელს მოაწერს.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი რაოდენობა შედგება - ესეც სრულიად აშკარაა.
ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ ენმ გაითვალისწინებს ოპოზიციონერი პარტნიორების (მათ შორის ხუთსუბიექტიანი ბლოკის სამი პარტიის ხელმძღვანელის) პოზიციასაც გაუწევს ანგარიშს და გაითვალისწინებს.

ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის გონივრული გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს პარტიაც მოიგებს და საქართველოც. ქუჩაში მარტო დარჩენილი, საგრძნობლად გამეჩხრებული ენმ კი დაღმასვლას ვერ გადაურჩება," - წერს დავით ბერძენიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე