ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურ, ხოლო საქმით რუსულ საქმეს აკეთებდა - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 16:23 | 19.04.2021
ნანახია: 556

"ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურ, ხოლო საქმით რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალაა.

"ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურ, ხოლო რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო განცხადებაც პირდაპირი ლუსტრაციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგია. რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალაა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც დღეს სააკაშვილის მხრიდან ვნახეთ. ადამიანის, რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს არაერთი გაყალბებული არჩევნები და დამახინჯებული კონსტიუტუცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მედიის სრული კონტროლი, საკუთრების უფლების უხეში შელახვა და ადამიანის უფლების სისტემური დარღვევები, რასაც წლების განმავლობაში მალავდა და ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდა, რომ ეს იყო რეალური პროგრესი ქვეყანაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე