თინა ხიდაშელი: ოქტომბრის არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 10:43 | 29.01.2016
ნანახია: 1688

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეები, ხმას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცემენ. რაც შეეხება კონტრაქტორ სამხედროებს, ხიდაშელის თქმით, ისინი საკუთარ არჩევანს უახლოეს სამოქალაქო უბანზე მორიგეობით დააფიქსირებენ.

"მე როგორც შევპირდი მოსახლეობას, საარჩევნოდ სპეც-უბნები გაუქმდება. ეს წერია უკვე კანონრპეოქტში და იმედია პარლამენტი ამას ასე უცვლელად მიიღებს. სამხედრო მოსამსახურეები, ზუსტად ისე, როგორც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში, მათი უდიდესი უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა, კონტიგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განაწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, მათ როტაციასაც უზრუნველვყოფთ, იმისათვის, რომ სამხედრო ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები და ისინი მორიგეობით, უახლოეს სამოქალაქო უბანზე მისცემენ ხმას, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველას ეჭვების გაფანტვა, მათი ხმის ფარულობასთან დაკავშირებით. ეს დაახლოებით, პირობითად რომ ვთქვათ, არის 25-30% სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების. ანუ ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად 24 საათის განმავლობაში იმყოფება და არასოდეს არ ტოვებს სამხედრო ნაწილის ტერიტორიას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და აქვე აღნიშნა, რომ სპეც-უბნების გაუქმების მხრივ, არანაირი გამონაკლისი არ იქნება, გარდა ავღანეთის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე