რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 22:53 | 18.04.2021
ნანახია: 507

მოსკოვმა ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება 19 აპრილამდე მოსთხოვა.

გუშინ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან გამაჩეკმა განაცხადა, რომ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18-მა თანამშრომელმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. პრაღამ დიპლომატები რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა.

ამასთან, ჩეხეთს პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს 2014 წელს ვრბეტიცის საბრძოლო მასალების საცავში მომხდარ აფეეთქებაში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აფეთქების მიზანს უკრაინაში საბრძოლო მასალების გაგზავნისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. გამაჩეკი ვრბეტიცის საქმის განხილვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორშაბთს დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე