ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:14 | 18.04.2021
ნანახია: 352

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, ასევე დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც პოლიტიკურ მხარეებს კიდევ ერთხელ მიანიშნეს კომპრომისის აუცილებლობის თაობაზე.

"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", - იუწყებოდნენ ელჩები განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.

ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, ვიდრე მასში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დაზუსტდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე