არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 21:23 | 17.04.2021
ნანახია: 551

აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში, ვისაც უნდა და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენი ქვეყანაც არის, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში, ჩემი წილი ქვეყანაც არის. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, გინდა მტერმა მომიწონოს და გინდა მოყვარემ, გინდა მტერმა გამაკრიტიკოს, გინდა მოყვარემ", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე