არ მოვაწერთ ხელს დოკუმენტს, სადაც მელიასა და რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული - დავით ბერძენიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:58 | 16.04.2021
ნანახია: 489

არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, სადაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" განაცხადა.

"გასაგებია, რომ ქართული ოცნება ჩვენი დასავლელი მეგობრების დაჟინებული რეკომენდაციების გათვალისწინებას დაეთანხმება ნაწილობრივ მაინც. თუ აქამდე ისინი არც იმ  სამ პუნქტს ეთანხმებოდნენ, რაც დანიელსონმა შესთავაზა, ახლა მათი მხრიდან არის სიახლე. ყველასთვის გასაგებია, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, სადაც ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ იქნება მკაფიოდ ფიქსირებული და სანამ საზოგადოება არ დარწმუნდება, რომ ეს ორი ადამიანი უახლოეს ხანში დატოვებს საპატიმროს", - განაცხადა დავით ბერ

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საჯაროდ მოაწერს ხელს კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება 31 მარტს შესთავაზა.

ძენიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე