"ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს

საქართველო, თბილისი - 19:14 | 16.04.2021
ნანახია: 549

"ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს. ამის შესახენ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, კვლავ ღიად რჩება პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი.

"ცხადია, ჩვენ ვერ მოვაწერთ ხელს პოლიტპატიმრების თემისა და ვადამდელი თემის გარეშე. ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია არ უთქვამს და დღესაც იგივე აზრზეა", - ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" საჯაროდ მოაწერს ხელს კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებულ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება 31 მარტს შესთავაზა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე