თუ თვითმმართველობაზე ქართული ოცნება ვერ მიიღებს 40%-ს, მზად ვართ განვიხილოთ ვადამდელი არჩევნები - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 18:04 | 16.04.2021
ნანახია: 446

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

"გამოვხატავთ მზადყოფნას კარსმომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილის ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნება მოახერხოს. ქართული ოცნება ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს". – თქვა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მზად იქნება განიხილოს ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით.

 თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე