"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა

საქართველო, თბილისი - 15:01 | 16.04.2021
ნანახია: 534

"საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდის მკვიდრი 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა.

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი პნევმატური იარაღით იყო შეიარაღებული, რომელიც მაღაზიიდან ნისიად გამოიტანა.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს ერთი შეიარაღებული პირი იყო შეჭრილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე იყო მოლაპარაკებაზე შესული, რომელმაც დავდამსხმელის დაკავება შეძლო. მძევლები გათავისუფლებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე