გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო? - ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილზე

საქართველო, თბილისი - 21:00 | 15.04.2021
ნანახია: 496

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს მსახიობ ბესო ზანგურის ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ნაამბობში, რომ მასზე ყოფილი ქმარი ძალადობდა, ეჭვი შეაქვს.

"ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?", - ამბობს ბოლქვაძე ჟურნალისტების კითხვის პასუხად, - "ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პიანისტი დეპუტატი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუასაც გამოესარჩლა და განაცხადა, რომ სტურუას მხრიდან სავარაუდო მოძალადის მხარდაჭერა და ძალადობის მსხვერპლ ქალებზე საჯარო თავდასხმა ძალადობის წახალისებად ვერ შეფასდება.

"ეს არ არის ძალადობის წახალისება. რობერტ სტურუა არის ჩვენი საქართველოს ძალიან დიდი სიამაყე. ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი", - განაცხადა ბოლქვაძემ, - " იმ ადამიანმა შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, რომელზეც ეუბნებიან, რომ იყო ძალადობაში ჩათრეული, მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ გაარკვიეთ".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე