უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ზე კონკრეტული შეთავაზებების დროა - ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 19:09 | 15.04.2021
ნანახია: 534

უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე.

"სრულიად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის კონკრეტული შემოთავაზებების დროა NATO-ს MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ. ძალისხმევის გაერთიანებასა და სოლიდარობას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინას და საქართველოს მშვიდობის საკითხში ისტორიული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვთ". - წერს ზელენსკი.

დღეს, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე