არ აქვს მნიშვნელობა, როდის, ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე - რუსკა მაყაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:29 | 14.04.2021
ნანახია: 538

უნდა ამხილო და არ აქვს მნიშვნელობა, როდის, გუშინ იყო, გუშინწინ, თუ გუშინწინის წინ, ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე, - ამის შესახებ მსახობმა რუსკა მაყაშვილმა მისი დის, ნინუცა მაყაშვილის მიმართ ძალადობის შესახებ ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" განაცხადა.

მისი თქმით, ნინუცა გადიოდა ურთულეს პროცესებს და მას დასჭირდა ფსიქოლოგების, ფსიქიატრების დახმარება და დიდი დრო იმისათვის, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

"11 წელი გავიდა. 11 წლის წინ იყო უმძიმესი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ჩემი დის ცხოვრებაში. ნინუცა განა იმიტომ იყო ჩუმად, რომ არ უნდოდა - მას არ შეეძლო ამაზე ლაპარაკი. ის გადიოდა ურთულეს პროცესებს, ეს გრძელდებოდა წლები. მას სჭირდებოდა ფსიქოლოგები, ფსიქიატრი და ა.შ. ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რომ დაბრუნებოდა ცხოვრებას. მგონია, რომ ძალიან სწორ პერიოდში ამოიღო ხმა.

11 წლის წინ ამ ყველაფერს შეიძლება საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს არის ის პერიოდი, როცა ყველა უნდა შეეცადოს, რომ რაღაც გააკეთოს. არ ვამბობ, რომ თქვას - ეს არის ურთულესი. მე ეს ვიცი, მე ვუყურებდი ჩემს დას. ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ხმა, რომელიც ამ ყველაფერს ლახავს. ამიტომ, ყველას ვურჩევ, როცა ექნებათ ამის საშუალება - ნუ შეეშინდებათ". - თქვა რუსკა მაყაშვილმა.

ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა. მან თქვა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის, ორსულობის დროს და შემდგომში, ბავშვის თანდასწრებითაც. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე