პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა
საქართველო, თბილისი - 17:41 | 28.01.2016 ნანახია: 1492შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა; ხელმისაწვდომი მედიკამენტები; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია, - ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის ან სააგენტოს შექმნა და დაფინანსების ინოვაციური მოდელების შემუშავება.
რაც შეეხება შრომის მიმართულებას, ამ მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტები იქნება -სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აქტიური დაკავშირება, შრომის ბაზრის შესწავლა, ახალ და დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა და დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა.
სამუშაო შეხვედრას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია განხორციელდება.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა