როდესაც ერთად ვდგავართ, ყველაფერი შეგვიძლია - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 11:57 | 09.04.2021
ნანახია: 365

ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქართველი ხალხი ერთად არის, ყველაფერი შეუძლია.

"ეს არის დღე, როდესაც აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა. ესაა დღე, რომელიც არის სიმბოლო ეროვნული ერთობის, ეროვნული თანხმობის, ერთიანობის და როდესაც ერთად ვდგავართ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. დღეს საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, ისევ გახლეჩილია ერი, ისევ გახლეჩილია საზოგადოება. ეს დღე უნდა იყოს სიმბოლო, როდესაც ყველა ერთად ვართ, ერთად დავდგებით და მაქსიმალურად უნდა დავუახლოოთ ერთმანეთს პოზიციები", - თქვა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე