1989 წლის 9 აპრილს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 10:34 | 09.04.2021
ნანახია: 359

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავს ეხმიანება და წერს, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას.

"9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას", - წერს კარლ ჰარცელი

32 წლის წინ, 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები საბჭოთა ჯარმა იარაღით, ნიჩბებბითა და მომწამლავი ნივთიერებებით დაარბია. სასტიკ დარბევას 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე