1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 10:16 | 09.04.2021
ნანახია: 379

9 აპრილი გამორჩეული დღეა – ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავს, აღვნიშნავთ ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დღეს და პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველო ერთ მუშტად შეკრა. 1991 წლის 9 აპრილს კი ფრთები შეესხა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების იდეას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მრავალი ადამიანის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავგანწირვას ასაზრდოებდა: პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. „თავისუფლებისთვის მებრძოლმა ერმა მოიპოვა თავისუფლება“, – წერს არჩილ თალაკვაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე