რუსი ტურისტებისათვის საქართველო ხელსაყრელი მიმართულებაა

საქართველო, თბილისი - 14:26 | 28.01.2016
ნანახია: 1762

ტურისტულმა პორტალმა Travel.ru-მ რუსი ტურისტებისათვის 2016 წლისთვის ყველაზე ხელსაყრელი მიმართულებები დაასახელა.

პორტალმა რეიტინგი 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯავშნების ანალიზის მიხედვით გამოავლინა.

Travel.ru-ს რეიტინგის სათავეში მინსკია. როგორც ირკვევა რუსი ტურისტები ბელორუსის დედაქალაქში 4 დღიან ტურებს ანიჭებენ უპირატესობას და ამისათვის მზად არიან 1 დღე/ღამეში 3 ათასი რუბლი გადაიხადონ.

მინსკთან ერთად პოპულარულია ბელორუსის სხვა ქალაქებიც.

TOP-10-ში მოხვდა ასევე თბილისი, ერევანი, ბაქო, კიევი, ალმა-ატა, ტაშკენტი, კიშინოვი, ასტანა და ბიტებსკი.

როგორც Travel.ru წერს, საიტის მეშვეობით საქართველოში ყველაზე ხშირად ჯავშნიან საგზურებს თბილისის, ბათუმის და ბორჯომის მიმართულებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე