არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა - კრისტიან დანიელსონი

საქართველო, თბილისი - 00:26 | 31.03.2021
ნანახია: 484

არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართლ ბრიფინგზე.

"დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამდებადობას და პასუხიმგებლობას, მე წარმოვადგინე წინადადება ასეთი გადაწყვეტილების შესახებ და ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში აყენებს. სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე