უნდა დავინახოთ პატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმი და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზა - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 17:41 | 30.03.2021
ნანახია: 434

ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, ყველაფერი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ იმედოვნებს, მედიატორების მხრიდან იქნება ისეთი შეთავაზება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ქართული ოცნებისთვის.

ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი, რომ განაგებდეს ქვეყანას ყველაფერი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა.

"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. იმედი მაქვს, მედიატორის მხრიდან ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“, უბრალოდ ცოტა დრო დარჩა და ალბათ რომ გამოვალ, უფრო დეტალურად გავაკეთებ განცხადებას.

ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი. პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ. ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რათა შეთანხმება შედგეს. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე