ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს - ჯიმ რიში

საქართველო, თბილისი - 11:19 | 30.03.2021
ნანახია: 560

პირველი დახმარების პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ - შეწყვეტა, - ასე უპასუხა სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანმა რესპუბლიკელმა წევრმა, სენატორმა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტს შეკითხვაზე - „რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ?“

„ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება“, - თქვა სენატორმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე