იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს, "ენმ" გაანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში - სენატორი შაჰინი

საქართველო, თბილისი - 11:13 | 30.03.2021
ნანახია: 385

იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს, "ენმ" გაანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდეს პარლამენტში - ამბობს ამერიკელი სენატორი, სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

სენატორი შაჰინის განცხადებით, ქართველი ხალხის ინტერესი დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს.

"საქართველოს და ქართველ ხალხს დემოკრატიის, ინსტიტუტების რეფორმების, განსაკუთრებით დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობის გზაზე, ორპარტიური მხარდაჭერა აქვს. აქვს განგრძობითი მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კუთხით. მე და სენატორი რიში საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხილვის მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ.

შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, "ენმ", გაანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში", - აცხადებს სენატორი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე